#მოამბე 21 საათზე, 26 ოქტომბერი, 2023 #LIVE

26.10.2023 55:32

• ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა ქვეყნების ლიდერთა გზავნილები აბრეშუმის გზის ფორუმზე - საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე; „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ქვეყნის პოტენციალი და ეკონომიკურ-პოლიტიკური სარგებელი • მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება თანდათანობით მწიფდება - ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, პოლიტიკური პარტიები კი ერთმანეთს პროცესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ • ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ხელისუფლება ღაზაზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობს და სახმელეთო ოპერაციის გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს; ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები დასავლეთის დღის წესრიგში და მსოფლიო ლიდერთა განცხადებები • საქართველო 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღნიშნავს - ახალი კონკურსი, რომელსაც განათლების სამინისტრო პირველად ატარებს, შეფასების კრიტერიუმები და ეროვნული პრემია განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: