#მოამბე 21 საათზე, 22 ოქტომბერი, 2021 #LIVE

22.10.2021 01:12:30

• პანდემიის მეხუთე ტალღა ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლით დაიწყო - ვაქცინაციის საგანგაშოდ შემცირებული ტემპის ფონზე სპეციალისტები პიკური პერიოდის საფრთხეებზე საუბრობენ; რეგულაციებისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება
• გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების ნახევარზე მეტმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - 2 886 პედაგოგი სკოლაში დროებითი ხელშეკრულებით დარჩება, თუმცა შესაძლოა, მათ სკოლის დატოვება მოუწიოთ; გამოცდაზე ჩაჭრილი მასწავლებლები ხელისუფლებისგან შესაბამისი ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ
• ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი და ოპოზიციის მიერ წინასწარ გადანაწილებული თანამდებობები - ვინ რა მიზნით აცხადებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტს პოლიტპატიმრად და რატომ შეიცვალა მამუკა ხაზარაძის რიტორიკა მიხეილ სააკაშვილის მისამართით
• საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საბერძნეთში; მაღალი დონის შეხვედრები და სხვადასხვა ფორმატში განხილული რეგიონალური, თუ გლობალური საკითხები - დეტალები ათენიდან

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub