#მოამბე 21 საათზე, 22 ივლისი, 2021 #LIVE

22.07.2021 01:05:51

• საქართველოში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყო - სპეციალისტები რთულ პიკურ პერიოდს პროგნოზირებენ; ვითარების მიუხედავად, მთავრობა ზომების გამკაცრებას არ გეგმავს და მოქალაქეთა სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს • აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სადავო პროექტზე შეთანხმდა - ვაშინგტონის კომპრომისით უკმაყოფილოა პოლონეთი და უკრაინა, ანგელა მერკელი კი აცხადებს, რომ ეს პრაგმატული კომპრომისია • სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - პოზიტიური გზავნილები და შენიშვნები სასამართლოს მიმართ - დოკუმენტში საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერად და ბიზნესისთვის ხელსაყრელ ადგილად სახელდება; ქვეყნის საინვესტიციო გარემო და გამოწვევები • კულტურის სამინისტრო ერთ-ერთ ტელეკომპანიას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ამხელს და აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა შენობის დემონტაჟს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: