პაველ ჰერჩინსკის განცხადება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოში ევროკავშირის ელჩის გზავნილები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. პაველ ჰერჩინსკის გზავნილებს მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად მიიჩნევს. „ქართული ოცნება“ ევროპის სამშვიდობო ფონდის 30-მილიონიანი დახმარების შეჩერებასაც აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხის ჯარისთვის შეჩერება და მესამე სექტორისთვის გადაცემა, ორმაგი სტანდარტია. ხელისუფლების ოპონენტები კი დახმარების შეჩერებას საგანგაშოს უწოდებენ და ბრალს ხელისუფლებას დებენ. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. მისივე თქმით, შეჩერებულია ევროპის სამშვიდობო ფონდის 30-მილიონიანი დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასახმარებლად იყო დაგეგმილი. საუბარია სხვა ზომებზეც, მათ შორის სანქციებზეც. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის მიმართ პოლიტიკა საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პაველ ჰერჩინსკის განცხადება / ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის გადაწყვეტილება - პაველ ჰერჩინსკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება
Euronews Georgia
🔴 ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება "გამჭვირვა...
Emigrant TV
ევროკავშირის ელჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ელჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ელჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ელჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster