დაპირისპირება დმანისში - პოლიტიკური შეფასებები

22.09.2021 04:18

წინასაარჩევნო დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი ისევ ქვემო ქართლია - მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად დმანისია, სადაც გუშინდელი ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ სამი მხარდამჭერი დაზარალდა. მათ შორის ორი ცივი იარაღით არის დაჭრილი და კლინიკაში იმყოფება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სოფელ განთიადში ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი - განთიადში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი. გუშინდელმა ფაქტმა წინასაარჩევნო დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: