დაპირისპირება დმანისში

17.05.2021

ვითარება კვლავ დაძაბულია დმანისში. დილიდან გადაკეტილია რაიონთან დამაკავშირებელი მთავარი გზა, სადაც შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები. ისინი დაკავებულებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას გეგმავდნენ და დმანისის ცენტრისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მყოფი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირველი არხის გადამღებ ჯგუფს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს. აუცილებელი გახდა ვითარებაში პოლიციის ჩარევა. რა ვითარებაა ადგილზე ამას რუსუდან ლოლაძე გვეტყვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: