ცესკო-ს წევრი აგიტაციას "ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ ეწეოდა


„ნინო ბურჯანაძე -- ერთიანი ოპოზიციის\" გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის, ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, გურჯაანის საარჩევნო ოლქის N5 საუბნო -საარჩევნო კომისიის წევრი ბესიკ თოდაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, „ქართული ოცნების\" გამგებლობის კანდიდატის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა, რაც კანონით აკრძალულია.
შოშიაშვილმა ჟურნალისტებს კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა. კანდიდატის თქმით, ბესიკ თოდაშვილმა მას უთხრა, რომ დავალება საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან საოლქოს მიერ დანიშნულ ყველა წევრს აქვს მიღებული.
საარჩევნო კოდექსის 45--ე მუხლის მე--4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილის განცხადებით, კომისია არ ფლობს კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაციას და აუცილებლად ჩაატარებს მოკვლევას. კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ბესიკ თოდაშვილს დაეკისრება ჯარიმა, ორი ათასი ლარის ოდენობით.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1vtQ3dZ

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან