სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

18.08.2022 02:59

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილება პარტია „საქართველოსთვის“ ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ასევე, 23 თებერვლის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილება - სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განმარტა, რომლის თანახმადაც, მსგავსი გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტმა უნდა მიიღოს. რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიიდან გასული წევრის ადგილმონაცვლეს, მისი უფლებამოსილება ახალი კანონმდებლობით, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა ცნოს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სენაკის საკრებულოში ძალთა ბალანსი თანაბრად, 16-16-ზე ნაწილდება ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართული ოცნებას“ შორის. ამით სენაკის საკრებულო 9 თებერვლამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა. სენაკის საკრებულო 6 თვეა არ შეკრებილა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით მთელ მუნიციპალიტეტში არჩევნები ხელახალი უნდა დაინიშნოს, რასაც სახელისუფლებო გუნდი არ ეთანხმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიება
01:07

სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტიქიის მძიმე შედეგები სამეგრელოში
04:10

სტიქიის მძიმე შედეგები სამეგრელოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს სენაკის რაიონული სამართველოს თანამშრომლებმა მალხაზ ხულორდავა დააკავეს
00:30

შსს სენაკის რაიონული სამართველოს თანამშრომლებმა მალხაზ ხულორ...

Tv Dia

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სენაკის რაიონული პროკურატურის რეაბილიტირებული შენობა გახსნა
01:12

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სენაკის რაიონული პროკუ...

საქართველოს პროკურატურა

#გააზიარესითბო/gaaziare sitbo

#გააზიარესითბო/gaaziare sitbo

ana qecbaia

მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
02:11:24

მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგები - „ეგრისის\" ტელესიუჟეტში
06:28

ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგები - „ეგრისის" ტელესი...

Fund Sokhumi

სიკეთე გადამდებია - ECG-თავისუფალი მოქალაქის საქველმოქმედო კონცერტი (ვიდეო)
02:38

სიკეთე გადამდებია - ECG-თავისუფალი მოქალაქის საქველმოქმედო კ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო