ცესკო-ს დაკომპლექტების წესი
პრეზიდენტი ვეტოს უფლებას კიდევ ერთხელ გამოიყენებს. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი უკვე მესამედ ცვლის კანონს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა მათ სასურველ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები. ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული, - ამბობს ზურაბიშვილი. მმართველი გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს ოპოზიციაც. საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 2021 წელს მიღებული წესი იცვლება. პრეზიდენტის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოს მათ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. იცვლება კვორუმის წესიც. „ქართული ოცნება“ ცვლილებების მიზეზად 2021 წელს მიღებული ჩანაწერის არაეფექტიანობასა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას ასახელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცესკო-ს დაკომპლექტების წესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია ქუჩის აქციებით იმუქრება / პარლამენტი საარჩევნო რეფო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster