ოპოზიცია ქუჩის აქციებით იმუქრება / პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე მუშაობს #LIVE

15.02.2021

• განხეთქილება ოპოზიციაში და მუქარის შემცველი გზავნილები ხელისუფლების მისამართით - ოპოზიციური ერთობისა და „გირჩის“ გზები საბოლოოდ გაიყო; ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც იმუქრება; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ნიკა მელია სასამართლოს წინაშე კანონმდებლის მანდატის გარეშე წარდგება; • ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების პარალელურად პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე მუშაობს - პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორი განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, პარტია „მოქალაქეები“ კი რეკომენდაციებს ამზადებს; სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და საარჩევნო ბარიერის საკითხია; • ოთხთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლის ზარი დაირეკა - მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ძირითადი ნაწილი სწავლის საკლასო ოთახებში წარმართვას ემხრობა; დღეიდან ამოქმედდა სამასპინძლო ბიზნესის ღია სივრცეები, შიდა სივრცეების გახსნის საკითხი კი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში განიხილება; მესამე ტალღის პრევენციის მიზნით ქვეყანა რეგულაციების მკაცრ კონტროლს გეგმავს; • ოთარ იოსელიანის კინო-მემკვიდრეობა, რომელიც ორ ქვეყანას და არა ერთ საერთაშორისო აღიარებას მოიცავს, ეროვნული არქივის კინოფონდის საკუთრებაა - საფრანგეთში რესტავრირებული კინო-შედევრები, სამშობლოსა და ემიგრაციაში გადაღებული ფილმების ციფრული ვერსიები და ეკრანზე გადატანილი საბჭოთა საქართველოს რეალობა, რომლებიც საერთაშორისო კინოფესტივალებზე მსოფლიო კინო შედევრების გვერდით დასახელდა; პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი ქართველი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქუჩის პროტესტი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა - ეს ოპოზიციის ნაწილის  საბოლოო მიზანია
07:12

ქუჩის პროტესტი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა - ეს ოპოზიცი...

TV IMEDI

ნიკანორ მელიამ თავისი თავი ძალით  შეისახლა ციხეში - „ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური
02:46

ნიკანორ მელიამ თავისი თავი ძალით შეისახლა ციხეში - „ოცნების...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
07:08

#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE
01:13:15

#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როცა ახშობ დემოკრატიის ყველა ხვრელს, აუცილებლად მიიღებ პტოტესტის ტალღას - პეტრე ცისკარიშვილი
27:42

როცა ახშობ დემოკრატიის ყველა ხვრელს, აუცილებლად მიიღებ პტოტე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გამოხმაურებები „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე
02:19

გამოხმაურებები „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქვეყანა ეპიდემიის პიკშია / ეპიდ-სურათის მიუხედავად ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის #LIVE
01:44:00

ქვეყანა ეპიდემიის პიკშია / ეპიდ-სურათის მიუხედავად ოპოზიცია...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნიკა მელიას დაკავებიდან 4 დღის შემდეგ ოპოზიციური ერთობა ქუჩის გამოსვლებისთვის ემზადება
05:58

ნიკა მელიას დაკავებიდან 4 დღის შემდეგ ოპოზიციური ერთობა ქუჩი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო