ქვეყანა ეპიდემიის პიკშია / ეპიდ-სურათის მიუხედავად ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის #LIVE
• ურთულესი ეპიდ-ვითარება და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგთა შემაშფოთებელი პროგნოზები - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 22 ფაქტი დაფიქსირდა; პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სისტემა ინფიცირების მზარდ სტატისტიკას ვერ გაუძლებს და ადამიანები დაიღუპებიან; სასტუმროებსა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სავალდებულო გამოკვლევები ჩაუტარდება; • კოვიდ-პანდემია და ქუჩაში გადანაცვლებული პროცესები - მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის და ქუჩის აქციებს განაგრძობს; ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკოსებს სთხოვს, ექიმების თავდადება ბოროტად არ გამოიყენონ; მიმართვის ადრესატები ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციებზე საუბრობენ; • ოპოზიციის სტრატეგია უცვლელია - „გირჩი“ ხელისუფლებას ხმების გადათვლას სთავაზობს; მმართველი პარტია აცხადებს, რომ ხმების გადათვლით სურათი დიდად არ შეცვლილა და ოპოზიცია ახლა სხვა დღის წესრიგზე ეწყობა; • 15 დღე არჩევნების მეორე ტურამდე, მიმდინარე აქციები, ოპოზიციის მოთხოვნა და ხელისუფლების პასუხი - „დღის თემის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი და პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია უპასუხებენ; • აშშ-ში ხმებს ისევ ითვლიან - არჩევნებში გამარჯვებული ამ დრომდე არ გამოვლენილა; ხმების დათვლის პარალელურად, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ეპიდემია გავრცელების პიკშია / კონსულტაციების მე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპის სცენარი ემუქრება / ბიზნესის მოსალოდნელი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 13 იანვარი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 10 იანვარი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყანა წითელას ეპიდემიის ზღვარზე 24-01-2019
TV4. ge
ომი უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 26 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster