საქართველოს ევროპის სცენარი ემუქრება / ბიზნესის მოსალოდნელი შეზღუდვები #მოამბე 21 საათზე #LIVE
• ქვეყანაში ეპიდვითარება დღითი დღე რთულდება - ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 000-ს მიუახლოვდა; სპეციალისტთა პროგნოზით საქართველოს ევროპის სცენარი ემუქრება; ჰოსპიტალური სექტორი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას - საწოლფონდი კრიტიკულ მდგომარეობაშია; • როგორ აპირებს ქვეყანა ეპიდემიის უკონტროლო გავრცელების შეჩერებას, რა რესურსები აქვს ჯანდაცვის სისტემას და არის თუ არა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ე.წ ლოქდაუნი - „დღის თემის“ შეკითხვებს მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და ჯანდაცვის სპეციალისტები უპასუხებენ; • სავაჭრო ცენტრებს, ბაზრობებსა და მსხვილ ქსელურ მაღაზიებს შესაძლოა, საქმიანობა დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეეზღუდოს - მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციებს მართავს; ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით ე.წ. ლოქდაუნი არ იგეგმება; კონკრეტული შეზღუდვები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება; • ევროპასა და აშშ-ში ეპიდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს - მსოფლიო მასშტაბით პანდემიამ დღემდე 1.3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 60 მილიონს უახლოვდება; ევროპის ქვეყნები სრულ კარანტინს მიმართავენ, რიგი ქვეყნები კი ნაწილობრივი კარანტინის მომხრეა; • საერთაშორისო პარტნიორთა ღია გზავნილები ქართულ ოპოზიციას და ოპოზიციის პასუხი - ევროპა პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში შესვლისკენ და მანდატების გამოყენებისკენ მოუწოდებს, თუმცა დასავლური გზავნილები ამ დრომდე გზავნილებად რჩება; მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და ხელახალ, ან რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თიკო ნადირაშვილი | იდეიდან დაფინანსებამდე
Litagora
კლიმატის ცვლილება თამაშის წესები | ახალი კატასტროფების ეპოქა
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
უმრავლესობიდან წასული დეპუტატების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრთა ვიზიტი საქართველოში
Music Box
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია...
TV IMEDI
20 წელი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან
Maestro Television
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმ...
Parliament of Georgia