პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, არსებობდა ვარაუდი, რომ დაკავებულს კონტაქტი ჰქონდა მის ძებნილ ძმასთან და მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა. ამავე ცნობით, ბიძინა ესებუას მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარები, ვაზნები, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და კვების პროდუქტები. "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა - 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. #ესებუა #ზუგდიდი #შსს რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა
MULTIMEDIA GE
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბადრი ესებუას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპოლიციო მოქმედებები და გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო