ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. სამართალდამცველებმა ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, სამეგრელოში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებობდა ვარაუდი, რომ 38 წლის ბიძინა ესებუას, მის ძმასთან, ბადრი ესებუასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. მისი მანქანიდან კი სამართალდამცველებმა ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
TV IMEDI
დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა
MULTIMEDIA GE
პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა
Radio Atinati
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Post Factum | რატომ ზის ციხეში ბადრი ესებუას ძმა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
„თბილისში არის სამკურნაოდ წასული" - რას ამბობს ბადრი ესებუას...
Formula News
ნიკა გვარამიას მიერ, მძევლების აყვანაში დადანაშაულებულის ძმა...
MULTIMEDIA GE