დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა
სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმა დააკავეს. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა - 1982 წელს დაბადებული ბიძინა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი. საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს."- ნათქვამია განცხადებაში. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
TV IMEDI
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა
Radio Atinati
ბრალის წარდგენა ბიძინა ესებუასთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა ბიძინა ესებუასთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბადრი ესებუა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster