„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე

29.10.2020 00:50

პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც დაფიქსირებულია ქუჩაში ესებუას გადაადგილება. უწყების ცნობით, რამდენიმე მედიასაშუალებამ მიზანმიმართულად გაავრცელა არასწორი ინფორმაცია,  განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეო და ფოტოკადრები გადაღებულია 6 და არა 27 ოქტომბერს, როგორც მედიით გავრცელდა. ასევე ისინი გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში. გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება ძებნილის მამაც, ჟურნალისტებს მან დღეს ის ტანსაცმელი აჩვენა, რომელიც ესებუას ვიდეომასალაში აცვია. სააგენტო კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, ის აცხადებს, რომ დარწმუნებულია შვილის უდანაშაულობაში და მოუწოდებს მას ჩაბარდეს სამართალდამცავებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე
01:42

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
03:54

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე
03:16

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმე
02:39

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აღკვეთის ღონისძიება
01:08

აღკვეთის ღონისძიება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის ჩვენება
04:08

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის ჩვენება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა
00:26

პოლიციამ ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ყვარელში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა
00:29

პოლიციამ ყვარელში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო