კონფლიქტები და ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობები - დისკუსია ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე: "კონფლიქტები საქართველოში - ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები" გაიმართა. პოლიტიკის ანალიტიკოსმა არჩილ გეგეშიძემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო სავაჭრო ურთიერთობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მისივე განმარტებით, აფხაზეთის ჩართულობა რუსეთიდან საქართველოში და პირიქით, ტვირთის აფხაზეთის გავლით გადაზიდვას გულისხმობს. დისკუსიისას აქცენტი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაკეთდა. გეგეშიძემ აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი ძალისმიერი გზით ვერ მოგვარდება. ის ამბობს, რომ საჭიროა "კონფლიქტის მოგვარების ორმხრივი სურვილი და რუსეთის ფაქტორის შეცვლა, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება". ასევე, შეხვედრაზე სახელმწიფო მართვის მაგისტრი დავით ლოგუა რეგიონში არსებულ რუსეთის პროპაგანდას შეეხო. მისი თქმით, პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ საგანმანათლებლო შეხვედრებით, რაც ხშირად უნდა იმართებოდეს რეგიონში. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა "კავკასიური სახლის" და "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" ორგანიზებით გაიმართა. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი ვაშაკიძის ისტორია - “საქართველოს დაბადება”
ზურაბ პაპასქირის ისტორია - “საქართველოს დაბადება”
საქართველოს დაბადება
როდის ვიყავით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან ყველა...
JAMnews ქართულად
3
ფილმი "ჭივჭავი". საუბარი გელა ზოზიაშვილთან. სტუდია რე
Studio Re - სტუდია რე
ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის...
Zaza Tsotniashvili
მედია და საზოგადოების პოლარიზაცია
Zaza Tsotniashvili
ჯიხაშკარში, ზარანდიებთან სტუმრობაზე გოგა ხაინდრავა - 1.X.20...
goga khaindrava