ფილმი "ჭივჭავი". საუბარი გელა ზოზიაშვილთან. სტუდია რე
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქიდან იძულებით გადაადგილებული პირი - მიხეილ ოქროპირიძე, მეტსახელად „ჭივჭავი“, ცდილობს დაბრუნდეს თავის სახლში, რომელიც კონფლიქტის ხაზთან მდებარეობს. რუსული სასაზღვრო რეჟიმის პირობებში, გატაცების რისკის მიუხედავად, ჭივჭავი (მიხეილი) თითქმის ყოველდღე მიდის თავის კარმიდამოზე. ის ცდილობს შეაკეთოს სახლი და გამართოს მეურნეობა. მიხეილი - თავისი მოსახელე ბეღურასავით, ერთგულია თავისი საცხოვრებელი ადგილის. წამყვანი: მამუკა ყუფარაძე სტუმარი: გელა ზოზიაშვილი - ქართულ-ოსური დიალოგის "თვალსაზრისის" მონაწილე გადაცემა - ფილმი "ჭივჭავი“ სტუმარ გელა ზოზოაშვილთან ერთად (48 წთ.) ფილმი მომზადებულია სტუდი რეს მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით 2019 წლის "სპეციალური პრიზის სამშვიდო ჟურნალისტიკაში" ფარგლებში 2021 წელს. 00:00 საუბარი სტუმართან 13:20 ფილმი ჭივჭავი 47:50 დონორი
Studio Re - სტუდია რე-ის სხვა ვიდეოები
საქართველოს საგარეო კურსი პოლიტიკური პარტიების პრო...
მაჟორიტარული სისტემა
ქვეითების უფლებები - თრეილერი
სტუდია რე - მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წეს...
მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი- თრეილერი
განათლების ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობებისა...
სტუდია რე - ინტერვიუ ლალი კიკნაველიძესთან
სტუდია რე. დიალოგი IV - თემურ ცხურბათი \u0026 მამუ...