აი ონი, აი ვანი,
აი თბილის-ქალაქი
აი ვანოს აივანი,
მამა ჰყავდა დალაქი.
აი კიბე, აი სახლი,
აი ქინძი, აი კამა
აი ეზოს ავი ძაღლი,
მან შეჭამა ვანოს მამა.
აი ბოსტნის საფრთხობელა,
რომ აშინებს მსუნაგ ყვავებს
აი ჩვენი სათნო გელა,
ვანოს ბატკანს გაატყავებს.
აი ია, აი ვარდი
აი ქურდი ბაღში შედის
აი ძია ედუარდი,
საყვარელი ვანოს დედის.
აი ტანი, აი მკერდი
აი ვანოს მძიმე ხვედრი,
აი ისიც - აი ვანო
რა ვქნათ? - უნდა აიტანო...
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
აი თბილის-ქალაქი
აი ვანოს აივანი,
მამა ჰყავდა დალაქი.
აი კიბე, აი სახლი,
აი ქინძი, აი კამა
აი ეზოს ავი ძაღლი,
მან შეჭამა ვანოს მამა.
აი ბოსტნის საფრთხობელა,
რომ აშინებს მსუნაგ ყვავებს
აი ჩვენი სათნო გელა,
ვანოს ბატკანს გაატყავებს.
აი ია, აი ვარდი
აი ქურდი ბაღში შედის
აი ძია ედუარდი,
საყვარელი ვანოს დედის.
აი ტანი, აი მკერდი
აი ვანოს მძიმე ხვედრი,
აი ისიც - აი ვანო
რა ვქნათ? - უნდა აიტანო...
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭