ზუგდიდში ამომრჩევლებს მიხეილ სააკაშვილმა სკაიპით მიმართა

26.09.2016 01:01

ამ წუთებში, ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის შეკრება იმართება. ადგილზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებიან.

შეკრებილებს სკაიპით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა. მან ამომრჩევლებს „ენმ“-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „დღეს სანდრა მე ვარ“.

„საქართველომ სამეგრელოს გავლით უნდა აუწყოს ფეხი მსოფლიოს. ვინც წარსულში ცხოვრობს, მას მომავალი არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
Compania