ზუგდიდში ცესკოს წარმომადგენლები მოსახლეობას არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდიან
ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაციას, პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს უფრო ახლოს“ ფარგლებში აწვდიან. მათ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და განუმარტეს, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია, რადგან წელს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ისინი მონაწილეობას მიიღებენ. „ ვესაუბრებით ამომრჩევლებს და ვაწვდით ინფორმაციას არჩევნების შესახებ, რომ ბოლო ჯერ ტარდება პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა. მოვუწოდებთ ყველას 28 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ვესაუბრებით იმ ამომრჩეველს, თუ რომელ უბანშია ის რეგისტრირებული, როგორ გადაამოწმოს საკუთარი თავის ამომრჩეველთა სიაში. მსგავსი შეხვედრები უკვე გვქონდა სოფლებშიც“, - აღნიშნა #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას თავმჯდომარის მოადგილემ, ნანა ოკუჯავამ. ცესკოს წარმომადგენლებს ადგილობრივმა კითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა მოსახლემ ლალი ოდიშარიამ მათ ჰკითხა, ხომ არ იყო იმის საშიშროება, რომ არჩევნებზე ისეთი ადამიანების ხმები გამოეყენებინათ ვინც არ იმყოფება საქართველოში. „ჩემს სახლში არიან ჩაწერილები ახლობლები. ახლა აქ არ იმყოფებიან და მეშინია, რომ მათ ხმებს გამოიყენებენ. სწორედ ამაზე მქონდა შეკითხვა და მითხრეს ასეთი რომ არ გამოიყენებენო“, - აღნიშნა მან. გარდა საინფორმაციო შეხვედრებისა ცესკოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება 105-ე უბანზე
ჟურნალი ლიბერალი
არჩევნების შეფასება და რეალობა - დისკუსია ზუგდიდში
Radio Atinati
ცესკო სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე...
Radio Atinati
ზუგდიდში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა
Radio Atinati
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა
Radio Atinati
ცესკოს თავმჯდომარე ზუგდიდში..
odishitv
თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები
Livepress. ge