ზუგდიდში ამომრჩევლებს მიხეილ სააკაშვილმა სკაიპით მიმართა

26.09.2016 01:01

ამ წუთებში, ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის შეკრება იმართება. ადგილზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებიან. შეკრებილებს სკაიპით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა. მან ამომრჩევლებს „ენმ“-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „დღეს სანდრა მე ვარ“. „საქართველომ სამეგრელოს გავლით უნდა აუწყოს ფეხი მსოფლიოს. ვინც წარსულში ცხოვრობს, მას მომავალი არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: