საოკუპაციო ძალებმა 50-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქში
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 50-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. 11 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს გოსტომელში, ერთ-ერთ სარდაფში ადგილობრივებმა. მარიუპოლში კი ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. როგორც უკრაინელების, ისე დასავლეთის თავდაცვის უწყებების ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაკავებისკენ მიმართავს საკუთარ ძალისხმევას. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ძირითადი ბრძოლები ლუგანსკის რეგიონში მიმდინარეობს, სადაც უკრაინის ძალებმა ქალაქ კრემენაიასთან რუსეთის შეტევა უკუაგდეს და რუსეთის ძალებს 10 კილომეტრით დაახევინეს უკან. ბრძოლები გრძელდება მარიუპოლში და ხერსონშიც. საოკუპაციო ძალებმა იერიში განაახლეს რუბეჟნოეს და ნიჟნის მიმართულებით. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები იზიუმიდან კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით მიიღწევიან. ზაპოროჟიეში უკრაინელებმა რუსეთის სამი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ხერსონში კი საარტილერიო დანაყოფი გაანადგურეს. ამასთან, ხარკოვში განადგურებულ იქნა რუსეთის არმიის მომმარაგებელი პუნქტი. პარალელურად, „წითელი ჯვრის“ კომიტეტმა მარიუპოლიდან ჰუმანიტარული ევაკუაცია განახორციელა. ქალაქიდან 1 200-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, ბერდიანსკი დატოვა 3 600-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ. გართულებულია ევაკუაცია ლუგანსკის ოლქიდან, საიდანაც ინტენსიური ბრძოლების გამო, დღეს მხოლოდ 15 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთორმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 25-ე დღე უკრაინაში - ბოლო ცნობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო ძალებმა ზარდიაანთკარში 1 პირი უკანონოდ დააკავეს
Trialeti TV
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფორმულა 14:00 საათზე — 22 ოქტომბერი
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster