ომის 25-ე დღე უკრაინაში - ბოლო ცნობები
115-მდე გაიზარდა უკრაინაში დაღუპული ბავშვების რიცხვი. რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშს ხარკოვში ცხრა წლის მოზარდი ემსხვერპლა. ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაში არიან ის ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები, რომლებიც მარიუპოლში სკოლის შენობას აფარებდნენ თავს და ეს შენობა მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს. სკოლის შენობაში დაახლოებით 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შენობა განადგურებულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ამჟამად 300 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ისინი საკვების, წყლის და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტს განიცდიან. ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტები ამჟამად კონცენტრირებულები არიან პოზიციების გადაჯგუფებაზე და გაძლიერებაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ თითქმის სრულად დაკარგა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რაზმი, რომელიც კიევის მიმართულებით საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 10-ზე მეტი რუსი სამხედრო მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინეს, მათ შორის არის ექვსი გენერალი. ამ დროის მონაცემებით, მოსახლეობის ევაკუაციისთვის გახსნილია 7 ჰუმანიტარული დერეფანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პუტინის ომის 75-ე დღე უკრაინაში - ბოლო ცნობები
TV 25
ომი უკრაინაში - 25-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 139-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 47-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 156-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 25-ე დღე უკრაინაში
TV IMEDI
ომის 27-ე დღე უკრაინაში და უახლესი ინფორმაცია და ანალიზი სა...
TV IMEDI
ომის 36-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster