ომის 36-ე დღე უკრაინაში
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის გამართვის იდეას მხარს უჭერენ . „დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. შეხვედრა შესაძლოა, სულ მცირე უახლოეს ერთ-ორ კვირაში გაიმართოს, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კვლავ სტამბოლს აირჩევენ მშვიდობიანი მოლაპარაკების გამართვის ადგილად და განაცხადა, რომ თურქული მეგაპოლისი ორივე მხარისთვის მოსახერხებელი ადგილია, მათ შორის ლოგისტიკის კუთხით. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის თურქეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შემთხვევაში, ანკარა ჩაერთვება ომში და უკრაინაში საკუთარ ძალებს გაგზავნის. შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებები ონლაინფორმატში 1 აპრილს უნდა განახლდეს. განცხადება უკრაინული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირისთვის მზად იქნება შეთანხმების პროექტი, რასაც ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა მოჰყვება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„პუტინმა არასწორად შეაფასა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა“ -...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მარიუპოლი ჯოჯოხეთური კატასტროფის წინაშე | პუტინის ომის 36-ე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ომის 44-ე დღე უკრაინაში - ვითარება ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 301 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 2 აპრილი 2022 #L...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 213-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 81-ე დღე
TV IMEDI