ძლიერი აფეთქების ხმა სანაპიროზე - რა ხდება შავ ზღვაზე?
სახელმწიფო უწყებებში ისევ არავინ პასუხობს კითხვას - რა მოხდა დღეს ბათუმის სანაპიროსთან, ათობით მოქალაქე კი ყვება რომ აფეთქების მსგავსი ძლიერი ხმა გაიგონეს სანაპიროსთან შუადღისას. წერენ ფეისბუკშიც, ამბობენ, რომ გაურკვეველი ხმა ისმოდა კვარიათშიც და ქობულეთის მიმართულებითაც. ⤵️⤵️⤵️ განახლება რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინისტრო, მის ვებგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 16 მაისს, ყირიმში, შავ ზღვაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამბომბი აღმოაჩინეს და ადგილზევე გაანადგურეს. გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პიროტექნიკოსებმა შავი ზღვის აკვატორიაში, ქალაქ ფეოდოსიის მახლობლად, საავიაციო ბომბის განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, ყირიმის პორტში შემავალმა გემმა აღმოაჩინა. გემის კაპიტანი წერდა, რომ ხომალდის რადარმა მოზრდილი ობიექტი დააფიქსირა. გემზე მყოფი მყვინთავი ზღვაში ჩავიდა და ავიამოწყობილობის მსგავსი ნივთი იპოვა. "საშიში აღმოჩენის იდენტიფიკაციის, ძებნისა და გაუნებელყოფის ოპერაციის ჩასატარებლად, რუსეთის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინისტროს საზღვაო რაზმის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ. პიროტექნიკური განყოფილების მყვინთავები ზღვაში ჩავიდნენ. მათი თქმით, იპოვეს დიდი სამამულო ომის დროინდელი, 250 კგ-იანი ფუგასური ავიაბომბი. მოწყობილობა ნაპირიდან 900 მეტრის დაშორებით, 17 მეტრ სიღრმეზე იყო. ამინდის კარგი პირობებიდან და ნაპოვნი ავიამოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი ადგილზევე განადგურების გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ერემეევმა. #რუსეთი #შავიზღვა #ბათუმი
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დრონები მოსკოვის თავზე
Formula News
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster