რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
ბოლო 24 საათში, დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია ცხრა ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის არმია უკრაინაზე შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობს. რუსმა ჯარისკაცებმა იერიში სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდანაც. ახლა კი ოკუპანტები დონეცკის რაიონის დასავლეთით კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოვებას ცდილობენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ცეცხლს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უხსნის. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რუსების სარაკეტო იერიშები განხორციელდა დნეპროპეტროვსკზე. დღეს დილით ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ ნიკოლაევშიც. რუსებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეშიც. მთავარი სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - შავი ზღვის უსაფრთხოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster