რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთს ხარკოვიდან სამხედრო შენაერთები გაჰყავს. მათი განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში ოკუპანტებს ხარკოვის მიმართულებით აქტიური ქმედებები არ განუხორციელებიათ. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა სავარაუდოდ უკვე მოიგო. მათი ინფორმაციით ხარკოვის ოლქიდან რუსული ჯარის გაყვანა აქტიურად და პოზიციების შენარჩუნების მცდელობის გარეშე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვი უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქია და მის მისადგომებთან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მიმდინარეობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-80 დღეს ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფაა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. გენშტაბის ცნობებით, აგრესორი აგრძელებს ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, ახორციელებს საცეცხლე მოქმედებებს როგორც ფრონტის მთელ ხაზზე, ასევე უკრაინული არმიის თავდაცვის სიღრმეებში. მოცემულ ეტაპზე, მათი ყველაზე ფართო აქტივობები ფიქსირდება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით. გარდა ამისა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დაბომბვების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან