რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში

30.07.2022 05:59

უკრაინა აშშ-ს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს, ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე კოლონიაზე იერიშის შედეგად, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. კიევი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. თავის მხრივ, რუსეთში ამტკიცებენ, რომ ელენოვკაში მდებარე კოლონია თავად უკრაინელებმა დაბომბეს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატმა რამდენიმე დღის წინ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ ჩქარობს. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამის წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: