საია ცესკო-ს წინააღმდეგ - არჩევნები სენაკში


პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება ცესკო-ს ბოლო გადაწყვეტილება.

სენაკის საკრებულოში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების დანიშვნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგება. სენაკის წარმომადგენლობითი ორგანო ერთ-ერთია იმ ექვსი საკრებულოდან, სადაც 2021 წლის არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა. სწორედ ამ ფაქტორის გამო საკრებულომ სრულფასოვნად შეკრება და მუშაობის დაწყება დღემდე ვერ შეძლო, თებერვალში ოპოზიციის მონაწილეობით ჩატარებული სხდომები კი სასამართლოში დავის დაწყების მიზეზი გახდა. ქვორუმის გამო შექმნილი კრიზისი ვერც ცოტა ხნის წინ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გადაჭრა. ამიტომ ოპოზიცია მესამე სექტორთან ერთად სენაკის საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და 2023 წლის გაზაფხულზე ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან