სხდომა ცესკო-ში
ცესკო-ს განკარგულებით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ტური 17 ოლქში გაიმართება. სხდომაზე, რომელიც ხმაურის ფონზე წარიმართა, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 22 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, პირველი საკითხი საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საია-ს საჩივრებს ეხებოდა. ცესკო-მ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივრების ავტორებს ახლა, ცესკო-ს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა აქვთ. სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრები შევიდნენ და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. სხდომის პარალელურად, ცესკო-ს შენობასთან აქცია იმართებოდა. მოგვიანებით, სხდომის შეფასებისას, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხდა, რომ ადგილი ჰქონდა არამარტო საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, არამედ გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაურიანი სხდომა ცესკო-ში / დიალოგის პირველი რაუნდი და ქართუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემაჯამებელი სხდომა ცესკო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემაჯამებელი სხდომა ცესკო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 14 ნოემბერი, 2018 #LIVE
ცესკო-ს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შედეგების დამტკიცება ხმაურის ფონზე / ეპიდემიამ კიდევ ორი ახა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი ცესკო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster