ხმაურიანი სხდომა ცესკო-ში / დიალოგის პირველი რაუნდი და ქართული პოლიტიკის წითელი ხაზები #LIVE

13.11.2020 01:18:14

• საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება და ხმაური ცესკო-ში - შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციის საჩივრების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა; დარბაზში შესულმა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს; ვითარება დაცვის სამსახურმა განმუხტა; ცესკო-ში განვითარებული მოვლენები და სხდომის დეტალები; • ქართულ პოლიტიკაში დიალოგი კვლავ დიპლომატთა მედიაციით ხდება შესაძლებელი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის და პასუხს ელის, მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წითელი ხაზი მოქალაქეთა არჩევანია, რომელზეც მათი მხრიდან კომპრომისი არ იქნება; • როგორია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და რა წინაპირობებით დასხდებიან ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან - „დღის თემის“ შეკითხვებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ; • საქართველოში ეპიდემიის მეორე ტალღა უკონტროლო ხდება - ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 3 500-ს მიაღწია, გარდაიცვალა 37 ადამიანი; სისტემა, რომელიც პაციენტების მიღებას ვერ უმკლავდება, გეგმა B-ზე გადადის; „კოვიდ-19“ მსოფლიოს ებრძვის; აშშ-სა და ევროპაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დრამატულად იზრდება; • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა - ხუთთვიანი განხილვის შემდეგ მართლმსაჯულებამ ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული არასრულწლოვანები დამნაშავედ ცნო და ექვსივე ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა; განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა, სასჯელის ვადები კი 20 ნოემბერს გახდება ცნობილი; გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: