ახალი 12 | ცესკო-ს გადაწყვეტილება | 25.09.12
საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტო გადაღება იზღუდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება. რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე. ცესკოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან საია და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების აკრედიტაციებმა ფასი დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბანზე ნორმალური მუშაობის საშუალება არ მიეცემათ. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube
მსგავსი ვიდეოები
ახალი 6 | 2000 ლარიანი ჯარიმა | 25.09.12
GeoArchive
ახალი 3 | ცესკოს გადაწყვეტილება | 25.09.12
GeoArchive
ახალი 3 | ქდმ-ს განცხადება | 25.09.12
GeoArchive
ახალი 9 | ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება | 12.08.13
GeoArchive
ახალი 6 | შეხვედრა ცესკოში | 26.09.12
GeoArchive
ახალი 6 | ცესკო-ს პოზიცია | 13.10.12
GeoArchive
ახალი 3 | ცესკო-ს უარი | 20.08.12
GeoArchive
ახალი 12 | ქდმ-ს განცხადება | 25.09.12
GeoArchive