ახალი 3 | ქდმ-ს განცხადება | 25.09.12

25.09.2012 02:36

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" განმარტებები ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ახალი რეგულაციებით ცესკო ვეღარ მოახერხებს უბნებზე მედიის მუშაობა შეზღუდოს. მისი თქმით, კანონში აქამდე არსებული მუხლი, ქმნიდა საფრთხეს, რომ მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე საერთოდ ვერ შეაღწევდნენ. ცესკოს მიერ მიღებული რეგულაციებით კი კომისიის თავმჯდომარეს აღარ ეძლევა უფლება ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოაძევოს უბნებიდან გადამღები ჯგუფი. ვეფხვაძე ამბობს, რომ არსამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას არ იზიარებს და ახალ რეგულაციებსი მედიის შეზრუდვის საფრთხეს ვერ ხედავს. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: