ახალი 3 | "გადაეცი სიმართლე" | 25.09.12
25.09.2012
00:55
„გადაეცი სიმართლე" ამ სახელწოდებით გაიმართა ფოტო გამოფენა ქუთაისის ცენტრალურ სკვერში. აქცია-გამოფენა „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თბილისის შტაბის ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორთა თქმით აქციის მიზანია ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახოს საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობა და თვალი გადაავლოს ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს. ამ აქციით ქართული ოცნების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდნენ. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube