ახალი 3 | ცესკოს გადაწყვეტილება | 25.09.12

25.09.2012 02:04

საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტო გადაღება იზღუდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: