ხვალ, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო იქნება

24.04.2022 00:46

ხვალ, 25 აპრილს, დილის 8-დან 20 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ კი, ავტობუსები სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ კი, ტრანსპორტი მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან იმოძრავებს. რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, ტრანსპორტი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან იმოძრავებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: