დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. ტრანსპორტი დაინიშნა მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის, კუკია-მახათას, საბურთალოს, თბილისის ზღვის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოებისკენ. ასევე ავტომანქანებისათვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე. საბურთალოს სასაფლაოსთან მანქანით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულისა და უნივერსიტეტის ქუჩების გავლით. ტერიტორიას კი ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ. კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილის ქუჩის გავლით. უკან წამოსასვლელად კი მძღოლები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით ისარგებლებენ. მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე ფარნავაზ მეფის გამზირიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მანქანებისთვის გადაადგილება ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით. რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება, – ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერიის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარეაბილიტაციო სამუშაოები თამარ მეფის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვიან ღამით დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მო...
TV IMEDI
რესტორანი „ბუდაპეშტი“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რესტორანი „ბუდაპეშტი“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერიის შეთავაზება ტაქსის მძღოლებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster