ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი

27.04.2019 01:18

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, 08:00-დან 20:00  საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“. „ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან. გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე  და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, რვა დამატებითი მარშრუტი დაინიშნა და ავტობუსები მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე, ავტობუსები მოემსახურება დასახლებას „აფრიკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სასაფლაოების მიმართულებით. სულ რვა მარშრუტია. მგზავრობა ყველა მიმართულებაზე უფასო იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: