ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

30.05.2019 02:05

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. ვარაზისხევიდან ე.წ. პიქსელის შენობამდე, გამზირი უკვე სრულად გადაიკეტა. ამოქმედდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები. გზაჯვარედინებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. რეაბილიტაციის პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაახლოებით, ექვს თვეში უნდა დასრულდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: