მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან

13.05.2019 01:04

ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. პირველ ეტაპზე ისინი N 85-ე  და N 95-ე მარშრუტებზე იმოძრავებენ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N 95 მარშრუტზე რვა ავტობუსი განაწილდება, ხოლო N 85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი. 23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N 50, N 55 და N 71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N 50 ვაზისუბნიდან, N 55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N 71 – ვარკეთილიდან მოძრაობს. ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილზე „კონკასთან“ გაჩერდებიან. თბილისისთვის 90-ვე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსები ასევე გადანაწილდებიან N 3, N 15, N 33, N 54 და N 79 მარშრუტებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: