შტურმი „აზოვსტალზე“ გრძელდება
გუშინ მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ 50 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა „ფეისბუქში“ დაწერა. „უკანა გზაზე ხალხის აყვანა „პორტ-სიტიში“ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან სრული კოლონა იძულებული იყო, „აზოვსტალთან“ მდგარიყო. იქ იყო შეტაკებები და სხვა პროვოკაციები. მტერი მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. ამიტომ ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. თუმცა, დღეს ჩვენ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ 50 ქალის, ბავშვისა და მოხუცის გამოყვანა. ხვალ დილით ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა. მისივე თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წარიმართება, დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე „პორტსიტიში“ ავტობუსები იდგება, რომლებიც ხალხს ბეზიამინში მიიყვანს. ხალხი „პორტსიტიდან“ შეუერთდება „აზოვსტალის“ კოლონას, რომელიც მეორე დღეს ზაპოროჟიეში გაემგზავრება. „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, სამრეწველო კომპლექსში გამაგრებული უკრაინელი სამხედროების გადარჩენის პროცესში გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები მონაწილეობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსული ძალები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ -
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 9 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთი ომის „მეორე ფაზის“ მიზანს ასახელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 73-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 73-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster