უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება
უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება. კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. ერთი დღით ადრე, კრამატორსკში დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა მიკოლაევი, არიან დაშავებულები. დაიბომბა უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი დნიპროც. ქალაქის მერის თქმით, ცეცხლი გაუხსნეს როგორც ქალაქის ცენტრს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც. საოკუპაციო ძალების შეტევას დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდეევკაში 10 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები კვლავ განაგრძობენ „აზოვსტალის“ შტურმს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში, ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნები იმუშავებს, თუმცა უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან როგორც უკრაინელი მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 86-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
“ფსიქოპატები არიან“ - ამბობენ კიეველები, რომლებიც რუსულ ბომ...
ამერიკის ხმა
ომის 216-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster