ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
აგრესიის 59-ე დღე - რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის ქალაქების დაბომბვებს. უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ქალაქი ოდესა დაიბომბა. ქალაქის მიმართულებით სულ მცირე ოთხი რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ერთი რაკეტა საცხოვრებელ კომპლექსს დაეცა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. სავარაუდოდ არის მსხვერპლი. რუსებმა 56-ჯერ დაბომბეს ხარკოვის რაიონი, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. დაბომბვები გრძელდება ხერსონის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რაიონებშიც. პოპასნაიაში რუსების საარტილერიო დაბომბვებს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვები დღითიდღე უფრო ინტენსიური ხდება, რის შედეგადაც ზიანდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას აღდგომის დღეებში თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. დაბომბვების მიუხედავად, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით რუსებმა მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწიეს. უკრაინული მხარის თქმით, გასულ დღეს რუსების 130 მებრძოლი, ცხრა ტანკი, 18 ჯავშანტრანსპორტიორი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ხარკოვის რაიონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად სამი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს რუსი სამხედროები. კვლავ მძიმე ვითარებაა მარიუპოლში. უკრაინის ვიცეპრემიერის განცხადებით, დღეს ქალქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განხორციელებას ეცდებიან. ამასთან, მან მარიუპოლის მცხოვრებლები გააფრთხილა, რომ რუსებიც ეცდებიან პარალელური დერეფნების ორგანიზებას, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ იქნება გახსნილი. ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსებმა აზოვსტალის ტერიტორიის დაბომბვები განაახლეს და ქარხანაზე შტურმის მოწყობას გეგმავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 33-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 46-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კიევი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა - რატი ხვისტანი უკრაინის დე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - ვითარება საბრძოლო მოქმედებების ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 419-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 25-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster