ომი უკრაინაში - 46-ე დღე
დონბასისa და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, რუსეთი შეტევების გასაახლებლად მოსამზადებელ სამუშაოებს განაგრძობს. აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება მარიუპოლსა და იზიუმშიც. ქალაქ ხარკოვის შემოგარენში კი, რუსებმა 66 საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. დაღუპულია ორი, დაშავებულია ცხრა ადამიანი. ოკუპანტები ხარკოვის ოლქის დაკავებას ცდილობენ. დასავლურ მედიაში გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც რუსების 13-კილომეტრიანი კოლონა ჩანს, რომელიც ხარკოვის მიმართულებით მიდის. დონეცკში ავიაიერიშებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ლუგანსკში რუსების ჭურვები მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შვიდი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოლაევის ოლქში. ჭურვები ჩამოყარეს რუსებმა დნეპრშიც, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაშვებულია ერთი ადამიანი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების რვა შეტევა მოიგერიეს, რის შედეგადაც 80 რუსი ჯარისკაცია მოკლული. ასევე, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა. ამასთან უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში გაანადგურეს საწყობი, სადაც რუსების საბრძოლო მასალები ინახებოდა. გრძელდება სხვადასხვა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის პროცესი. დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მდებარე ცხრა ქალაქიდან იგეგმება მოსახლეობის გამოყვანა. უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 177 ბავშვი დაიღუპა, 336 კი დაშავდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 46-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 101-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 301 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 48- ე დღე
TV IMEDI
ომის 277-ე დღე
TV IMEDI
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 160-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 43-ე დღე - ინტერვიუ გიორგი ანთაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 184-ე დღე - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს
TV IMEDI