ომი უკრაინაში - 101-ე დღე
უკრაინაში რუსული აგრესიის 101-ე დღე - ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ნაწილში და კვლავ აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს სლობოჟანსკის მიმართულებით. მათი მხრიდან ამ ტერიტორიაზე ხდება ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შეყვანა. ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე. დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები მძიმე შეიარაღებით ზიანს აყენებენ უკრაინული ძალების პოზიციებს ფრონტის მთელ ხაზზე, მაგრამ აგრესორების წინსვლის ტემპები დაბალია, მათი პერსონალის ფიზიკური დაღლილობისა და დაბალი მორალური მდგომარეობის გამო. ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ სევეროდონეცკსა და ბახმუტზე. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში, რუსული ქვედანაყოფების ოკუპირებული ტერიტორიების 20% უკან დაიბრუნეს. რაც შეეხება რუსეთის ტყვეობაში მყოფ ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლებს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათთან კომუნიკაციას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომლები ახორციელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 101-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - რუსეთის პოლიტიკური სისტემა უკრაინაში ომის დაწყ...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
რუსეთმა ომი დაიწყო!!!🔴
უცხო
უკრაინიდან დევნილი ოჯახები ბათუმში
TV IMEDI
ოქსანა და საშა
მაუწყებელი • Mautskebeli
101 წელი რუსეთის ოკუპაციიდან - რა მოხდა მაშინ, რამაც დღევანდ...
TV IMEDI
ჯო ბაიდენმა კონგრესში რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთ-უკრაინის ომის სიახლეები!
უცხო