ომი უკრაინაში - ვითარება საბრძოლო მოქმედებების ზონაში
აფეთქებების ხმა ისევ ისმოდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო აეროდრომ „ბელბეკზე“ მიიტანეს იერიში, თუმცა, მათი მტკიცებით, ანტისაჰაერო თავდაცვამ რაკეტები გააუვნებელყო. ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ მიმოხილვაში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დასახლება ბლაგო-დატნოესთან. მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმია აგრძელებს საარტილერიო დანადგარებიდან და ტანკებიდან ცეცხლს იუჟნობუგსკის მიმართულებით მდებარე დასახლებებისკენ. უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დიდი დანაკარგის ფონზე, პროფესიული მომზადებისა და მოტივაციის მქონე სამხედროების მწვავე დანაკლისს განიცდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 102-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 311-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომი გრძელდება - ვითარება ფრონტის ხაზზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 25-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კიევის შემოგარენში ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მი...
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster