ჩაქაფული | შეფი ლევან კობიაშვილი
შეგვიძლია გამცნოთ, რომ ჩაქაფულის სეზონი, პირადად ჩვენ გახსნილად გამოგვიცხადებია! გამოგვყევი: instagram: https://www.instagram.com/chef.cave... facebook: https://www.facebook.com/chef.cave... tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave? FB group: https://www.facebook.com/groups/chefc... #რეცეპტი #ჩაქაფული #ცხვარი #შეფქეივი #შეფლევანი --------------------------------------------------------------- ინგრედიენტები: • მწვანე ხახვი 200 • ბატკნის ხორცი 1კგ • ხორცი ახალი მიორი • 100 ქინძი 200 • ოხრახუში 200 • წიწმატი 200 • ტარხუნა 400 • ტყემალი 10ცალი • ღვინო 200გ • მარილი მწვანე წიწაკა სიცხარე როგორც გნებავთ. მომზადების წესი: მომზადების წესი: არა, არ გვგონია რომ ჩაქაფულის ინგრედიენტები და მომზადების წესი არ იცით, მაგრამ გამეორება ხომ ცოდნის დედაა, და ჩვენც მეტი რა გვინდა?? დავიწყოთ ხორცის დამუშავებით, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად ბატკნის ხორცი, შემდეგ დავჭრათ დუმა და გადავდოთ. მწვანილები დავჭრათ წვრილად და ერთმანეთში კარგად ავურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს. ახლა მომზადებაზე გადავიდეთ: ქვაბში, პირველ ფენად ვყრით მწვანილებს, შემდეგ ხორცს,ტყემალს,მარილს, შემდეგ ისევ მწვანილი,ხორცი,ტყემალი და ასე ფენა-ფენად უნდა მივიდეთ ქვაბის ბოლომდე. ბოლო ფენად კი, ვაყრით მწვანილს და ვუმატებთ ღვინოს. ამ ყველაფერს ვდგამთ საშუალო ტემპერატურის ცეცხლზე, და კარგად რომ ჩაიქაფება, უკვე შეგიძლიათ სასურველი სერვირებით მიირთვათ. დიახ, თქვენთან ერთად, ჩაქაფულის სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია!
მსგავსი ვიდეოები
ჩაქაფული | დღის რეცეპტი იმედზე
TV IMEDI
ჩაქაფული | ლუკა ნაჭყებია
Chakapuli | ჩაქაფული | Чакапули - Georgian cuisine recipe
Cook at Home
აჩო \u0026 ქეთის მხიარული შოუ | კატლეტად ქცეული ჩაქაფული
შუადღე GDS / shuadge GDS
Katy \u0026 Acho Cooking - ჩაქაფუტლეტი | GDS გვიანი შუადღე
Katy \u0026 Acho Cooking
ჩაქაფულის რულეტი | ორიგინალური და განსხვავებული ვერსია
შუადღე GDS / shuadge GDS
დერგი | გასტროლები
საქართველოს ბანკი
ამლევის ეკლესია | ლიპის ტბა
FAMILY TRAVEL