ჩაქაფული | ლუკა ნაჭყებია

04/30/2021

არსებობს კარგი ქართული კერძები და არსებობს ჩაქაფული. ☘💚


გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

​​ #რეცეპტი​​​​​ #სეზონიმოვიდაvol.2​​​​ #ლუკა​​ #ჩაქაფული​​​​​ #შეფქეივი​​​​

---------------------------------------------------------------

Მე თუ მკითხავთ, Ჩაქაფული ის კერძია, რომელსაც არა ერთი, არამედ სულ ყველა ვიდეო უნდა მიეძღვნას :)
Ჰოდა, ჩემებურ ვერსიასაც შემოგთავაზებთ.

Ინგრედიენტები
Საქონლის კისერი - 1კგ
Დეკეულის არტალა - 700გ
Ტყემალი მთლიანი - 150გ
Თეთრი მშრალი კახური ღვინო - 500მლ
Წყალი ბულიონისთვის 1000მლ (და რასაც მოიკლებს იმას დაამატებთ)
Ქინძი - 120გ
Ტარხუნა - 240გ
Ოხრახუში - 40გ
Მწვანე ხახვი - 120გ
Მწვანე წიწაკა - 40გ
Სიმინდის სახამებელი - 12გ
Მარილი ბულიონისთვის - 7გ


Გარნირი
Კარტოფილი - 450გ
Კარაქი - 90გ
Წყალი - იმდენი რომ კარტოფილი დაფაროს
Მარილი - 3-4გ


Ჩაქაფულისთვის ვაკეთებთ ბულიონს:
Არტალას ვჭრით 5-7 სანტიმეტრიან ნაჭრებად და ვბრაწავთ სიმინდის ზეთში.
ოდნავ მოოქროსფრების შემდეგ, ვასხამთ 1 ლიტრ წყალს და ვადუღებთ დაბალ ტემპერატურაზე. Მოქაფვა აუცილებელი არაა, მაგრამ სასურველია - თუ არამღვრიე ბულიონი გსურთ მიიღოთ.
10 წუთი დუღილის შემდეგ ვუმატებთ 500მლ ღვინოს.

Შემდეგ, Მწვანილს ვყოფთ შუაზე, ხახვს ვაჭრით თეთრ ნაწილებს და ვუმატებთ ბულიონს. Დარჩენილ მწვანე ხახვს ვუმატებთ განახევრებულ მწვანილს, ვკრავთ ბუკეტის ფორმით, ვუმატებთ ბუკეტს წიწაკას და ვდებთ ბულიონში. Ვადუღებთ 40-50 წუთის განმავლობაში. Წყალს თუ იკლებს ვამატებთ. Პარალელურად Ვამატებთ ბულიონში მარილს და ტყემლის ნახევარს.

Შემდეგ, Კისერს ვჭრით 4-6 სანტიმეტრიან ნაჭრებად.
Ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ ზეთის თხელ ფენას და Ვბრაწავთ ხორცს ყველა მხრიდან.
როგორც კი ხორცი მიწვას დაიწყებს, ეგრევე დავიწყებთ ბულიონის მასზე დოზირებულად დასხმას.
Ბულიონი ხორცს მუდმივად ნახევრად უნდა ფარავდეს.
Ამ ყველაფერს ვუმატებთ ტყემალს და მინიმალურად მარილს, რადგან ბულიონი თავისთავად უკვე მარილიანია.
Შემდეგ ეტაპზე, ბულიონს Ვამატებთ ტყემალს, ვთუშავთ 50 წუთი დაბალ ცეცხლზე სახურავდაფარებულს, პარალელურად კი ვამატებთ ჯამში 700მლ ბულიონს დოზირებულად, პროცესის მანძილზე.
50 წუთის შემდეგ, თუ ბულიონი კარგად არ გასქელდა, სახამებელს გავხსნით თბილ წყალში და დავუმატებთ წვნიან ხორცს, მოვურევთ, წამოვადუღებთ, რაც გაასქელებს სოუსს.


Დარჩენილ მწვანილს ვაშორებთ ღეროებს და ვჭრით წვრილად.
Ხორცი როცა დარბილდება , მოვაყრით მწვანილს, ამოვურევთ და კერძი მზადაა სერვირებისთვის.

Რაც შეეხება Კარტოფილს გარნირად:

Კარტოფილს ზეთიან ქვაბში ოდნავ მოვბრაწავთ, დავასხამთ წყალს ისე, რომ დაიფაროს, ვურიოთ, დავამატოთ კარაქი, მარილი და მოვთუშოთ დარბილებამდე და წყლის ამოშრობამდე.
Ესაა ჩაქაფულის ჩემეული ვერსია.
Თუკი დაამზადებთ, მეც გამიზიარეთ, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს უკუკავშირს.
Სიყვარულით,
ლუკა

შენს მიერ მომზადებული კერძის ფოტო ჯგუფში გაგვიზიარე:   / chefcave