MOE: ახალი სატყეო ხედვა

18.01.2013 01:22

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, ავსტრიის ფედერალური სატყეო სამსახურის (Österreichische Bundesforste) ექსპერტი უინფრიდ სიუსი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ოცდაათამდე წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. შეხვედრაზე განხილული იქნა სატყეო სექტორში არსებული პრობლემები და საჭიროებები; აგრეთვე, ტყის მართვის დეპარტამენტის მიერ ახალი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება საერთაშორისო პრაქტიკისა და დაინტერესებული მხარეების აზრის გათვალისწინებით. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებული წინადადებები და მოსაზრებები მუშაობის პროცესში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტი კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: პრესკონფერენცია სამინისტროს ახალი სტრუქტურების და ფუნქციების შესახებ
01:37

MOE: პრესკონფერენცია სამინისტროს ახალი სტრუქტურების და ფუნქც...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სოფელ ლაფანაანთკარში ახალი სანერგის მოწყობა
01:00

MOE: სოფელ ლაფანაანთკარში ახალი სანერგის მოწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მცხეთა-მთიანეთში ახალი სანერგის მოწყობა
01:05

MOE: მცხეთა-მთიანეთში ახალი სანერგის მოწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სოფელ ლაფანაანთკარში ახალი სანერგე მოეწყო
00:49

MOE: სოფელ ლაფანაანთკარში ახალი სანერგე მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის არსებულ გარემოსდაცვით საკითხებზე
01:04

MOE: შეხვედრა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის არსებულ გარე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში
01:03

MOE: შეხვედრა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
01:07

MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ნიდერლანდების სამეფოს პროექტი
01:01

MOE: ნიდერლანდების სამეფოს პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო